ოპოზიცია წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებად დაუშვებლობას ითხოვს – პარტიების აკრძალვის საქმე
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა დაიწყო, სადაც ნიკა გვარამიამ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებად დაუშვებლობა მოითხოვა და მას „პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი“ უწოდა.

დღეს, 21 ოქტომბერს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „ოცნების“ სარჩელის განხილვა დაიწყო 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებად დაუშვებლობის შუამდგომლობა დააყენა.
„დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას, ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც ხდება, სინამდვილეში კრძალავენ სხვას და ეს იკვეთება ამ დასკვნიდან.
კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ – რჩებიან თავად, კორუმპირებულები“… – განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელსაც სასამართლოს თავმჯდომარემ საუბარი შეაწყვეტინა და მოუწოდა დაბრუნდებოდა შუამდგომლობის საკითხს.
„თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან და სამართლებრივად დაასაბუთეთ შუამდგომლობა“ – ამ რეპლიკით მიმართა მოსამართლემ ნიკა გვარამიას.
„სად სხვაგან?“ – ჩაეკითხა მას გვარამია და ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა გათხოვილი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს დასკვნა არის „პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი“.
„შუამდგომლობა ეხება იმას, შეიძლება თუ არა ამ აქტების საფუძველზე შექმნილი მასალა ამ საქმეში მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული და თუ შეიძლება, რა მტკიცებულებითი სტატუსი აქვს.
…დაუშვებლობის საგანი ასე უნდა განისაზღვროს ჩვენი აზრით – ის მოიცავს დასკვნას, დადგენილებას და კომისიის მიერვე წარმოებულ მასალას, უპირველეს ყოვლისა მის სხდომებზე მიღებულ ჩვენებსა და მის შეფასებებს, მხოლოდ მის მიერ დასმულ შეკითხვებს იმ პასუხების მისაღებად, რომელიც მათ სურთ, მხოლოდ მათ მიერ შერჩეულ მოწმეებსა თუ დაზარალებულებს და მიუხედავად ხელმისაწვდომობისა, არც ერთი პირის დაკითხვას, რომელსაც შეეძლო საკუთარი პოზიციები დაეცვა.
…მტკიცებულებად ეს დასკვნა არ გამოდგება, ესაა ფარატინა ქაღალდი“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან საკონსტიტუციო სასამართლოს შესთავაზა ალტერნატიული ვარიანტიც, იმ შემთხვევაში, თუ კი „წულუკიანის კომისიის“ დასკვნა დარჩება საქმეში, როგორც მტკიცებულება:
ეს დასკვნა თუ რჩება [მტკიცებულებად] დაევალოს მოსარჩელეს თითოეული წარმოდგენილი მტკიცებულების მიმართ, მიუთითოს მათი წარმომავლობა, გადამოწმებადი მტკიცებულებები ჩვენთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ამ საკითხზე ვერ ვიმსჯელებთ [შესაბამისად, ვერც სასამართლო] და წარმოადგინოს, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა არსებობაც დანაშაულის ჩადენას გულისხმობს, დადასტურებულ იქნება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენით“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სასამართლო სხდომაზე მან ასევე რეპლიკის სახით აღნიშნა, რომ „ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია“.
რა ხდება?
21 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.
სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე; გიორგი თევდორაშვილი; გოგა კიკილაშვილი; სერგო მეთოფიშვილი; გიორგი მოდებაძე; ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან და სამართლებრივად დაასაბუთეთ შუამდგომლობა“
„ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია“
„დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას, ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც ხდება, სინამდვილეში კრძალავენ სხვას და ეს იკვეთება ამ დასკვნიდან. კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ – რჩებიან თავად, კორუმპირებულები“
„შუამდგომლობა ეხება იმას, შეიძლება თუ არა ამ აქტების საფუძველზე შექმნილი მასალა ამ საქმეში მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული და თუ შეიძლება, რა მტკიცებულებითი სტატუსი აქვს. …დაუშვებლობის საგანი ასე უნდა განისაზღვროს ჩვენი აზრით – ის მოიცავს დასკვნას, დადგენილებას და კომისიის მიერვე წარმოებულ მასალას, უპირველეს ყოვლისა მის სხდომებზე მიღებულ ჩვენებსა და მის შეფასებებს, მხოლოდ მის მიერ დასმულ შეკითხვებს იმ პასუხების მისაღებად, რომელიც მათ სურთ, მხოლოდ მათ მიერ შერჩეულ მოწმეებსა თუ დაზარალებულებს და მიუხედავად ხელმისაწვდომობისა, არც ერთი პირის დაკითხვას, რომელსაც შეეძლო საკუთარი პოზიციები დაეცვა. …მტკიცებულებად ეს დასკვნა არ გამოდგება, ესაა ფარატინა ქაღალდი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.