ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღების შესახებ ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტიკოალიცია ცვლილებისთვისნაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვის

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეში საპარლამენტო კომისიის დასკვნა მტკიცებულებად დატოვა. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განცხადებით, უარი ეთქვა ოპოზიციის ალტერნატიულ მოთხოვნასაც.

საკონსტიტუციომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღების შესახებ ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღების შესახებ ოპოზიციის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილაTV პირველი

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მტკიცებულებათა ნუსხაში დატოვა.

დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ითხოვდა, თუმცა სასამართლოს პლენუმმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა.

სასამართლომ უარი თქვა ოპოზიციის ალტერნატიული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც. კერძოდ, მოპასუხე მხარე ითხოვდა, რომ თუ კომისიის დასკვნა მტკიცებულებათა ნუსხაში დარჩებოდა, მასში მითითებული მტკიცებულებები მოსარჩელე მხარეს სასამართლოში ცალკე წარედგინა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხს განიხილავენ. სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ის „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერ საქართველოს“, „ფედერალისტურ პარტიასა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ეხება. საქმეს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა განახლდა. LIVEწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები