პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებალელოგახარია საქართველოსთვისნაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ ოპოზიციის შუამდგომლობა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ნეტგაზეთი

საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა. სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე უნდა გადავიდეს, თუმცა დღევანდელი პროცესიც შუამდგომლობის დაყენებით დაიწყო.

„ლელოს“ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ მოითხოვა, გამოკვლეულიყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებაზე შუამდგომლობას სხვა პარტიებიც დაეთანხმნენ. „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ამ დრომდე გაურკვეველია ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნიდან, რასაც სარჩელიც ეყრდნობა, რა მიემართება მათ პარტიას.

პოსტი Facebook-ზე
ნახვა Facebook-ზე

პლენუმმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, ლელო ძლიერი საქართველოს შუამდგომლობა. მოთხოვნა – კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ინტერნეტ ბმულის სასამართლო პროცესზე დემონსტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, სასამართლო ასევე არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების, ასევე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას.

სასამართლო საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას, მისი სადავოობისას, როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით“, – თქვა ნადარაიამ.

კითხვაზე, ყველა მტკიცებულებასთან დაკავშირებით მხარეებმა ცალკე უნდა დააყენონ შუამდგომლობა, თუ არა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განმარტა:

„არა, არა. თუ მათი რელევანტურობა გახდება სადავო, ამ შემთხვევაში. ესე იგი, სარჩელზე დართული ინტერნეტ ბმულები, ასევე სქოლიოებში მითითებული განაჩენები და ასე შემდეგ, რაც არის მითითებული, აღნიშნული არის გამოქვეყნებული, მხარეებისთვის ეს ყველაფერი არის ცნობილი. ამავდროულად კითხვა პასუხის ეტაპზე იქნება ეს, ნუ შემდგომ ეტაპებზე, მხარეს რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობა და ცოტა გაუგებარია თუ ვინმეს ესმის ისე, რომ ვინმეს არ აქვს რომელიმე მტკიცებულებაზე კითხვის დასმის უფლება და ამ მტკიცებულებაზე საუბრის უფლება, რა თქმა უნდა, შეუძლია მხარეს დასვას შეკითხვები მისთვის საინტერესო ინფორმაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გამოკვლევას და დემონსტრირებას აქ, პრაქტიკულად აზრი არ აქვს“.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო. აქამდე სულ 8 სხდომა ჩატარდა.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, ლელო ძლიერი საქართველოს შუამდგომლობა. მოთხოვნა – კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ინტერნეტ ბმულის სასამართლო პროცესზე დემონსტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, სასამართლო ასევე არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების, ასევე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას. სასამართლო საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას, მისი სადავოობისას, როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით“
„არა, არა. თუ მათი რელევანტურობა გახდება სადავო, ამ შემთხვევაში. ესე იგი, სარჩელზე დართული ინტერნეტ ბმულები, ასევე სქოლიოებში მითითებული განაჩენები და ასე შემდეგ, რაც არის მითითებული, აღნიშნული არის გამოქვეყნებული, მხარეებისთვის ეს ყველაფერი არის ცნობილი. ამავდროულად კითხვა პასუხის ეტაპზე იქნება ეს, ნუ შემდგომ ეტაპებზე, მხარეს რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობა და ცოტა გაუგებარია თუ ვინმეს ესმის ისე, რომ ვინმეს არ აქვს რომელიმე მტკიცებულებაზე კითხვის დასმის უფლება და ამ მტკიცებულებაზე საუბრის უფლება, რა თქმა უნდა, შეუძლია მხარეს დასვას შეკითხვები მისთვის საინტერესო ინფორმაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გამოკვლევას და დემონსტრირებას აქ, პრაქტიკულად აზრი არ აქვს“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები