პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას დავით ოქიტაშვილი ავრცელებს, გარდაცვალების მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
BM.GE

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში დავით ოქიტაშვილი ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.

რაც შეეხება ყოფილი კაპიტნის ბიოგრაფიას, 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი, საიდანაც 42 შეხვედრაში უკაპიტნა. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწად-ნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯიშებდა. ხოლო უკანასკნელად 2020-2021 წლებში "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი იყო.

bm.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურის

გარდაცვალების გამო და გიორგი ნემსაძის ოჯახს უსამძიმრებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. სპორტალინეიტრალურისაქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
  2. იმედინიუსისამთავრობოვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
  3. TV პირველიოპოზიციურისაქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
  4. რუსთავი 2სამთავრობოგარდაიცვალა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე
  5. რუსთავი 2სამთავრობოქართული საფეხბურთო სამყარო ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს გლოვობს - გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
გიორგი ნემსაძე უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს - მის ხსოვნას პატივი პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიაგესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები