ქართული საფეხბურთო სამყარო ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს გლოვობს - გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნემსაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 69 მატჩი, 42 თამაში კაპიტნის სამკლაურით და არც ერთი გატანილი გოლი - ქართული საფეხბურთო სამყარო გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას გლოვობს.
წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის დინამოს ლიდერი და კაპიტანი ყოველთვის განსაკუთრებული თამაშის მანერითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა. ნემსაძის დებიუტი ეროვნულ გუნდში 1992 წელს კაუნასში, ლიეტუვის წინააღმდეგ შედგა.
საფეხბურთო კარიერის მანძილზე ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა გერმანულ "ჰომბურგში", თურქულ "ტრაბზონსფორში", შვეიცარიულ "გრასჰოპერსში", იტალიურ "რეჯანასა" და შოტლანდიურ "დანდიში" და ყველა კლუბში, როგორც ეროვნულ ნაკრებსა და თბილისის "დინამოში", ლიდერის ფუნქციებს ასრულებდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ნემსაძემ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და "შევარდენს", "დინამო თბილისსა" და გორის "დილას" წვრთნიდა. 2017 წლიდან კი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და მის თაობას ავარჯიშებდა.
გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
სამძიმარი გამოთქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის დინამოს ყოფილი კაპიტანი დღეს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- სპორტალისაქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
- BM.GEვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
- იმედინიუსივეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
- TV პირველისაქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
- რუსთავი 2გარდაიცვალა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.