პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
სპორტალი

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლეგენდარული გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბ "სამცხეს" პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.

ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში", 1991-1992 წლებში ლანჩხუთის "გურიაში", 1992-1993 წლებში თბილისის "შევარდენში", ასევე გამოდიოდა გერმანიის "ჰამბურგში", თურქეთის "ტრაბზონსპორში", შვეიცარიის "გრასჰოპერსში", იტალიურ "რეჯანაში", თბილისის "ლოკომოტივში", შოტლანდიურ "დანდიში", კარიერა "დინამოში" დაასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.

Sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ქართული ფეხბურთის ლეგენდის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2
  1. BM.GEოპოზიციურივეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  2. იმედინიუსისამთავრობოვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
  3. TV პირველიოპოზიციურისაქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
  4. რუსთავი 2სამთავრობოგარდაიცვალა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე
  5. რუსთავი 2სამთავრობოქართული საფეხბურთო სამყარო ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს გლოვობს - გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები