ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალაTV პირველი

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგიობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.

გიორგი ნემსაძე - 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის „გრასჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა „დინამოში“ დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
კახა კალაძე: გიორგი ნემსაძის სახით ქართულმა ფეხბურთმა დაკარგა ღირსეული წარმომადგენელი, ჩვენ კი დაგვიტოვა ისტორია ძმობის, გუნდურობის, თავდადების და საერთო ძალისხმევით წარმატებების მიღწევისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები