"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები
ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ნემსაძის 54 წლის ასაკში გარდაცვალებას მისი ყოფილი საფეხბურთო კლუბები, „დანდი იუნაიტედი“ და „ტრაბზონსპორი“ გამოეხმაურნენ და ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას მისი ყოფილი კლუბები "დანდი იუნაიტედი" და "ტრაბზონსპორი" ეხმაურებიან და ოჯახს, ახლობლებსა და გულშემატკივრებს სამძიმარს უცხადებენ.
"დანდი იუნაიტედის“ საფეხბურთო კლუბის ყველა თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი ფეხბურთელისა და კლუბის დიდების დარბაზის წევრის, გიორგი ნემსაძის, 54 წლის ასაკში გარდაცვალების გამო.ამ უმძიმეს დროს თანავუგრძნობთ გიორგის ოჯახსა და მეგობრებს", - ნათქვამია კლუბის სამძიმრის წერილში.
"ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, ჩვენი კლუბის ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების ამბავი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გიორგი ნემსაძის ოჯახს, ახლობლებსა და საფეხბურთო სამყაროს" , - აღნიშნულია "ტრაბზონსპორის" განცხადებაში.
ნემსაძე თურქული კლუბის ღირსებას 1996/1997 წლებში იცავდა, "დანდის" რიგებში კი 2000/2003 წლებში ირიცხებოდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„დანდი იუნაიტედის“ საფეხბურთო კლუბის ყველა თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი ფეხბურთელისა და კლუბის დიდების დარბაზის წევრის, გიორგი ნემსაძის, 54 წლის ასაკში გარდაცვალების გამო.ამ უმძიმეს დროს თანავუგრძნობთ გიორგის ოჯახსა და მეგობრებს“
„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, ჩვენი კლუბის ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების ამბავი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გიორგი ნემსაძის ოჯახს, ახლობლებსა და საფეხბურთო სამყაროს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…