ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი, განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად შეეცადნენ თქვენს დაჩაგვრას
ხვიჩა კვარაცხელია აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდამსხმელები ლაჩრულად და უთანასწოროდ შეეცადნენ მათ დაჩაგვრას, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.