პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარდაიცვალა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა. მან ეროვნულ ნაკრებში 69 მატჩი ჩაატარა, მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა.

გარდაიცვალა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე
რუსთავი 2

გარდაიცვალა გიორგი ნემსაძე – საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი. 1988-1991 და 1993-1995 წლებში ის თამაშობდა თბილისის "დინამოში"; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის "გურიაში"; 1992-1993 წლებში თბილისის "შევარდენში"; ასევე გამოდიოდა გერმანიის "ჰამბურგში"; თურქეთის "ტრაბზონსპორში", შვეიცარიის "გრასჰოპერსში", იტალიურ "რეჯანაში", თბილისის "ლოკომოტივში", იყო შოტლანდიური "დანდის" კაპიტანი, კარიერა "დინამოში" დააასრულა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, 1992-2004 წლებში, გიორგი ნემსაძეს ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში ის თბილისის "დინამოს" სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 42 შეხვედრაში. 2017 წლიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თაობას ავარჯშებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. სპორტალინეიტრალურისაქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
  2. BM.GEოპოზიციურივეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  3. იმედინიუსისამთავრობოვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
  4. TV პირველიოპოზიციურისაქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
  5. რუსთავი 2სამთავრობოქართული საფეხბურთო სამყარო ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს გლოვობს - გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
გიორგი ნემსაძე უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს - მის ხსოვნას პატივი პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიაგესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები