საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების შესრულება და დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის საკითხი განიხილეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ევროპული სექციის გენერალური დირექტორის მოადგილესა და ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორ ჰანა მოტლოვასთან, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორ პეტრ კროუჟეკთან.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები იყო.
ლევან მახაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს საქართველოს პოზიცია გააცნო ევროკავშირთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით და ურთიერთობის შემდგომი განვითარების ხედვაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე. მასპინძელ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მხრივ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არსებული პოლიტიკური გამოწვევების აღმოსაფხვრელად ევროკავშირთან კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის აუცილებლობას.
ჩეხეთის მხარის ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის მიზეზები, მიმდინარეობა და მოლოდინები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების მიღების მიზეზებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს
- იმედინიუსისაქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს
- პირველი არხისაქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს
- რუსთავი 2საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
- იმედინიუსისაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…