საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩეხეთის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, იან შილერსა და მის მოადგილეს, ირჟი დუშეკს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, არსებული გამოწვევები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ იან შილერსა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სენატორ ირჟი დუშეკს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების დინამიკა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ჩეხეთის კონსტრუქციულ პოლიტიკას და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქმიანი დიალოგის მნიშვნელობას.
„ჩეხი სენატორების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
ლევან მახაშვილმა იან შილერს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა დაადასტურეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს.
ჩეხურმა მხარემ გამოხატა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის მზაობა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან:
ლევან მახაშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიადი შალამბერიძე - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ლიკა შარტავა - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ჩეხი სენატორების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ლევან მახაშვილმა იან შილერს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა დაადასტურეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს. ჩეხურმა მხარემ გამოხატა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობის მზაობა. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ლევან მახაშვილი - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვიქტორ სანიკიძე - საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიადი შალამბერიძე - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ლიკა შარტავა - საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.