ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით ჩეხეთის სენატში შეხვედრებს მართავს, სადაც მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში შეხვედრებს მართავსპირველი არხი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ იან შილერსა და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სენატორ ირჟი დუშეკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების დინამიკა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა ჩეხეთის კონსტრუქციულ პოლიტიკას და ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქმიანი დიალოგის მნიშვნელობას.

ჩეხი სენატორების ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

ლევან მახაშვილმა იან შილერს მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა დაადასტურეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე გლობალური გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს.

ჩეხურმა მხარემ გამოხატა დიალოგისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის მზაობა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ლევან მახაშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; ვიქტორ სანიკიძე – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე; ზვიად შალამბერიძე – საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; ლიკა შარტავა – საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები