ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ პრაღაში, ჩეხეთის კვლევითი ცენტრების ექსპერტებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით პრაღაში ჩეხეთის კვლევითი ცენტრების ექსპერტებს შეხვდა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, რუსულ ოკუპაციასა და „შუა დერეფნის“ სატრანზიტო როლზე ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ პრაღაში, ჩეხეთის კვლევითი ცენტრების ექსპერტებთან შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ პრაღაში, ჩეხეთის კვლევითი ცენტრების ექსპერტებთან შეხვედრები გამართარუსთავი 2

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ანალიტიკური და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრების ფარგლებში ისაუბრეს: სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, უსაფრთხოების რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე, საქართველოს სატრანზიტო როლსა და ამ მხრივ არსებულ ეკონომიკურ, სატრანზიტო, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ შესაძლებლობებზე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის მნიშვნელობას, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის დაბალანსებულ და კონსტრუქციულ პოლიტიკას. ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობას. განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა და „შუა დერეფნის“ როლი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერებაში.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი; სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე; ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მახაშვილი: ბრიუსელის არასწორმა საგარეო პოლიტიკამ ევროკავშირი ჩიხში შეიყვანა - მზად ვართ დიალოგისთვის, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის ინტერესების, როცა ამისთვის იქნება ევროკავშირის მზად, იციან სად უნდა იპოვონ საქართველოს ხელისუფლებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები