პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში პსჟ-მა „ბარსელონა“ 4:2 დაამარცხა, რაც კატალონიელებისთვის მიმდინარე სეზონში პირველი წაგებაა. მატჩის შემდეგ ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ პარიზელები ამჟამად მათზე უკეთესები არიან, თუმცა დასძინა, რომ ტიტულები ოქტომბერში არ იგება.

"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
სპორტალი

ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის მე-3 ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" 4:2 სძლია, რაც კატალონიური გრანდისთვის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით პირველი წაგება აღმოჩნდა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ბლაუგრანას" თავკაცმა ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ ამჟამად პსჟ-ის "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდი ჰყავს.

"პსჟ-მა აჩვენა, რომ ჩვენზე უკეთესია. ისინი არაჩვეულებრივად თამაშობენ და ამას განსაკუთრებულად კარგად კონტრშეტევაზე აკეთებენ. თავდაცვას ვცდილობდით, თუმცა ბოლო 15 წუთში ენერგია გამოგველია.

ტიტულებს ოქტომბერში არ იგებენ. ტიტულები და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგა, მაისსა და ივნისში მოიპოვება", - ციტირებს ფლიკს ფაბრიციო რომანო.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები