100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ჰანსი ფლიკმა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში 131-ე მატჩში მე-100 გამარჯვება მოიპოვა. ამ მაჩვენებლით გერმანელი სპეციალისტი კლუბის ისტორიაში მეორე ადგილზეა ლუის ენრიკეს შემდეგ, რომელმაც 100 მოგება 126 შეხვედრაში დააფიქსირა.

ლა ლიგის მე-11 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ალავესი" 6:1 გაანადგურა, რაც ყველა ტურნირის ეგიდით, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰანსი ფლიკისთვის საიუბილეო მე-100 გამარჯვება აღმოჩნდა.
გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "ბლაუგრანამ" 131 შეხვედრაში თავი 100 მოგებას, 10 ფრესა და 21 მარცხს მოუყარა.
ფლიკზე ადრე "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში 100 გამარჯვებიანი ნიშნული (126 მატჩი) ლუის ენრიკეს აქვს დაფიქსირებული და ამით ის პირველ ადგილზეა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ბლაუგრანას" სათავეში 100 ან მეტი გამარჯვება გუნდის დამრიგებლის რანგში იოჰან კრუიფს, პეპ გვარდიოლას, ფრანკ რაიკაარდს, ლუი ვან გაალს, რინუს მიხელსსა და ელენიო ერერასაც აქვთ მოპოვებული.
ფლიკი "ბარსელონას" 2024 ივლისიდან მოძღვრავს და მისი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…