ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლევან მახაშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროინტეგრაციის პროცესი და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

ლევან მახაშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა
ლევან მახაშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

შეხვედრისას ასევე ისაუბრეს დაგეგმილ ვიზიტებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.