პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე890 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეგიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხეებზე: როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ბუნებრივია, აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე890 ჩანაწერი · 13 მედია

ოცნების საგარეო შეშფოთებას გამოთქვამს EU-ის წარმომადგენელთა განცხადებების გამო

საგარეო საქმეთა სამინისტროქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისგახარია საქართველოსთვის

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენლებს პარტიების აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოზე არასათანადო ზეწოლის მცდელობასა და შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. უწყების განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პროცესის წინასწარი შეფასება კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება.

ოცნების საგარეო შეშფოთებას გამოთქვამს EU-ის წარმომადგენელთა განცხადებების გამო
ფორმულა

"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს პარტიების აკრძალვის თემაზე ევროკავშირის წარმომადგენელთა უარყოფითი შეფასებების შესახებ.

ოცნების საგარეოს თქმით, სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს.

სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები", - ნათქვამია განცხადებაში.

კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!", "ფედერალისტური პარტია", "გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება.

პარტიების აკრძალვის საკითხს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან. მათი შეფასებით, კანონმდებლობა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნით მიიღეს, შესაძლოა, თავად უქმნიდეს კონსტიტუციას სერიოზულ საფრთხეს.

თემაზე ასევე ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა დასკვა. კომისია კანონმდებლობას უარყოფითად აფასებს და სრულიად შეუსაბამოდ მიიჩნია მისი მიღება.

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიების აკრძალვასთან და ასაკრძალ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული და გაუმართლებელია, საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და პლურალიზმის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე: სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას
  2. რუსთავი 2სამთავრობოსამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და პროცესის წინასწარი შეფასება საკონსტიტუციო ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა - საგარეო უწყება ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე
  3. POSTVსამთავრობოსაგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება
  4. პირველი არხისამთავრობოსაგარეო უწყება – საქართველოს შიდა პროცესებზე ევროკავშირის წარმომადგენელთა რიტორიკა ხელს უშლის პროცესების ობიექტურ შეფასებას, აფერხებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას
  5. TV პირველიოპოზიციურისაგარეო EU-ს წინააღმდეგ - ბოჭორიშვილის უწყება ევროკავშირს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები