ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის კრიტიკას ოპოზიციის აკრძალვის პროცესზე სასამართლოზე არასათანადო ზეწოლის მცდელობად და შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. მანამდე ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა განაცხადა, რომ სარჩელები მართლმსაჯულების სისტემის ინსტრუმენტალიზებაზე მიუთითებს.

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ევროკავშირი საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესს აკრიტიკებს. ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილის უწყების მხრიდან დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს.
“>სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიის პრესსპიკერის, კრისტიან უიგანდის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს.
„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით შეტანილ ამ სარჩელებს, მათ შორის უახლეს მოვლენებსაც, ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქმედებებს.
ეს მოვლენები, უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზებაზე.
ეს ქმნის საფრთხეს, რომ ძირი გამოეთხაროს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ასე რომ, ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და გავაგრძელებთ ამ სარჩელის მონიტორინგს“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს. “>სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას. სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები“
„ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ხუთი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მიზნით შეტანილ ამ სარჩელებს, მათ შორის უახლეს მოვლენებსაც, ამ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქმედებებს. ეს მოვლენები, უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზებაზე. ეს ქმნის საფრთხეს, რომ ძირი გამოეთხაროს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმსა და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ასე რომ, ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და გავაგრძელებთ ამ სარჩელის მონიტორინგს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.