პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე890 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეგიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხეებზე: როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ბუნებრივია, აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე890 ჩანაწერი · 13 მედია

საგარეო უწყება – საქართველოს შიდა პროცესებზე ევროკავშირის წარმომადგენელთა რიტორიკა ხელს უშლის პროცესების ობიექტურ შეფასებას, აფერხებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას

საგარეო საქმეთა სამინისტროსაკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე შეშფოთებას გამოთქვამს და მათ სასამართლოზე არასათანადო ზეწოლის მცდელობად და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

საგარეო უწყება – საქართველოს შიდა პროცესებზე ევროკავშირის წარმომადგენელთა რიტორიკა ხელს უშლის პროცესების ობიექტურ შეფასებას, აფერხებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას
პირველი არხი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ, როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს.

„სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიოცნების საგარეო შეშფოთებას გამოთქვამს EU-ის წარმომადგენელთა განცხადებების გამო
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე: სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას
  3. რუსთავი 2სამთავრობოსამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და პროცესის წინასწარი შეფასება საკონსტიტუციო ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა - საგარეო უწყება ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე
  4. POSTVსამთავრობოსაგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება
  5. TV პირველიოპოზიციურისაგარეო EU-ს წინააღმდეგ - ბოჭორიშვილის უწყება ევროკავშირს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები