პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე890 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეგიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხეებზე: როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ბუნებრივია, აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე890 ჩანაწერი · 13 მედია

სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და პროცესის წინასწარი შეფასება საკონსტიტუციო ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა - საგარეო უწყება ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე

საგარეო საქმეთა სამინისტროსაკონსტიტუციო სასამართლო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.

სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და პროცესის წინასწარი შეფასება საკონსტიტუციო ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა - საგარეო უწყება ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე
რუსთავი 2

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება - ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო უწყება ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან, საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლად აფასებს.

"სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს.

სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.

სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2
  1. ფორმულაოპოზიციურიოცნების საგარეო შეშფოთებას გამოთქვამს EU-ის წარმომადგენელთა განცხადებების გამო
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე: სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას
  3. POSTVსამთავრობოსაგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება
  4. პირველი არხისამთავრობოსაგარეო უწყება – საქართველოს შიდა პროცესებზე ევროკავშირის წარმომადგენელთა რიტორიკა ხელს უშლის პროცესების ობიექტურ შეფასებას, აფერხებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას
  5. TV პირველიოპოზიციურისაგარეო EU-ს წინააღმდეგ - ბოჭორიშვილის უწყება ევროკავშირს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებები - "ქართული ოცნება" ევრობიუროკრატებს მოუწოდებს უარი თქვან საქართველოს წინააღმდეგ ორმაგი სტანდარტით მოქმედებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები