საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოზე არასათანადო ზეწოლის მცდელობად და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. უწყების განცხადებით, მსგავსი რიტორიკა ხელს უშლის პროცესების ობიექტურ შეფასებას და თანამშრომლობას აფერხებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს.
სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაოცნების საგარეო შეშფოთებას გამოთქვამს EU-ის წარმომადგენელთა განცხადებების გამო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე: სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას
სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და პროცესის წინასწარი შეფასება საკონსტიტუციო ინსტიტუტზე ზეწოლის მცდელობა და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა - საგარეო უწყება ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებზე
საგარეო უწყება – საქართველოს შიდა პროცესებზე ევროკავშირის წარმომადგენელთა რიტორიკა ხელს უშლის პროცესების ობიექტურ შეფასებას, აფერხებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას
საგარეო EU-ს წინააღმდეგ - ბოჭორიშვილის უწყება ევროკავშირს ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…