ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ჩვენს შეშფოთებას ქართულ მხარეს გავუზიარებთ - გერმანიის საგარეო
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, კატრინ დეშაუერის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი ქვეყანას ევროკავშირს აშორებს, რის გამოც ბერლინი ქართულ მხარეს საკუთარ წუხილს გაუზიარებს. საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კატრინ დეშაუერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია და ამის შესახებ წუხილს გერმანია ქართულ მხარეს გაუზიარებს.
"ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. კონსტიტუციური სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს. ეს არის ჩვენი შეფასება. ასევე უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ფართოდ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის როგორც ეს ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა საჯაროდ აღნიშნეს, ძალიან პრობლემურია. ამგვარად, ჩვენ, როგორც ფედერალური მთავრობა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო უდავოდ გავაცნობთ ჩვენს შეშფოთებას და ეჭვებს ქართულ მხარეს ამ ნაბიჯების გამო", - განაცხადა კატრინ დეშაუერმა, რომლის კომენტარსაც DW-ს ქართული რედაქცია ავრცელებს.
დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა. სხდომები დაგეგმილია 22 და 23 ოქტომბერსაც. კანონის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. კონსტიტუციური სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს. ეს არის ჩვენი შეფასება. ასევე უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ფართოდ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის როგორც ეს ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა საჯაროდ აღნიშნეს, ძალიან პრობლემურია. ამგვარად, ჩვენ, როგორც ფედერალური მთავრობა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო უდავოდ გავაცნობთ ჩვენს შეშფოთებას და ეჭვებს ქართულ მხარეს ამ ნაბიჯების გამო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…