ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეშფოთებას ქართულ მხარეს გავუზიარებთ - გერმანიის საგარეო პარტიების აკრძალვის განზრახვაზე

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვისსაგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერ კატრინ დეშაუერის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე საქართველოს ევროკავშირს აშორებს და დემოკრატიას ასუსტებს, რის გამოც ბერლინი თბილისს შეშფოთებას გაუზიარებს.

შეშფოთებას ქართულ მხარეს გავუზიარებთ - გერმანიის საგარეო პარტიების აკრძალვის განზრახვაზე
შეშფოთებას ქართულ მხარეს გავუზიარებთ - გერმანიის საგარეო პარტიების აკრძალვის განზრახვაზერადიო თავისუფლება

21 ოქტომბერს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კატრინ დეშაუერმა განაცხადა:

„ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოში.

კონსტიტუციური სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს“.

პრესსპიკერმა დეშაუერმა ეს კომენტარი DW-ს კითხვაზე პასუხად გააკეთა - ინფორმაცია DW-ს ქართულმა სამსახურმა გაავრცელა.

„ეს არის ჩვენი შეფასება. ასევე უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ფართოდ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც ეს ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საჯაროდ აღნიშნეს, ძალიან პრობლემურია“, - განაცხადა მან.

მან დაამატა, რომ სარჩელი, სხვა მიმდინარე მოვლენებთან ერთად, ვნებს საქართველოს შიდა დემოკრატიასა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.

მისი თქმითვე, ზემოაღნიშნულის შესახებ წუხილს გერმანია ქართულ მხარეს გაუზიარებს.

საკონსტიტუციომ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დაიწყო

2026 წლის 21 ოქტომბერს ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა.

კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.

„ქართული ოცნება“ ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 20 ოქტომბერს გაეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვის გამო და ევროკომისიას ზეწოლის მცდელობასა და შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. კონსტიტუციური სასამართლოს წინაშე არსებული ეს საქმე ამ ტენდენციის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან სულ უფრო აშორებს და შიდა დემოკრატიას ასუსტებს“
კატრინ დეშაუერი
„ეს არის ჩვენი შეფასება. ასევე უნდა ითქვას, რომ სასამართლო სისტემის ფართოდ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, როგორც ეს ევროკომისიამ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საჯაროდ აღნიშნეს, ძალიან პრობლემურია“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სხდომაზე, სადაც პარტიების აკრძალვას აპირებენ, ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები