პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის - მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე

21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება და აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ცნობით, სახელმწიფომ ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი ვაქცინის 200 000 დოზა შეიძინა.

აცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის - მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე
რუსთავი 2

21 ოქტომბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა, ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად აფინანსებს სახელმწიფო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამ კომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

"ყველას, ვისაც აცრის სურვილი ექნება, რომლის წყალობითაც შესაძლებელია სეზონური გრიპისგან დაცვა, ექნება შესაძლებლობა, რომ მიმართოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და მოითხოვოს ასეთი აცრის ჩატარება. ეს აცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის და ეს იქნება ფრანგული წარმოების თანამედროვე, ე.წ. სამკომპონენტიანი ვაქცინა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 5
  1. რუსთავი 2სამთავრობოსეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  2. ალიაოპოზიციური21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება
  3. იმედინიუსისამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  5. BM.GEოპოზიციურისეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება | აცრა უფასოა
  6. POSTVსამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  7. პირველი არხისამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურისაქართველოში გრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  9. ბათუმელებიოპოზიციური21 ოქტომბერს სეზონური გრიპზე ვაქცინაცია დაიწყება – NCDC
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეოთხე დღეა - აცრას სახელმწიფო სრულად აფინანსებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები