საქართველოში გრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება, რომელიც ყველა მოქალაქისთვის უფასოა. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ფრანგული წარმოების ვაქცინის 200 000 დოზა შეიძინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა.
უწყება ამბობს, რომ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip)
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიასეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 21 ოქტომბრიდან დაიწყება
21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
გრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება | აცრა უფასოა
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბერს სეზონური გრიპზე ვაქცინაცია დაიწყება – NCDC
აცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის - მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…