პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

21 ოქტომბრიდან საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანამ Sanofi-ს წარმოების 200 000 დოზა ვაქცინა შეიძინა, აცრა კი 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
POSTV

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 5
  1. რუსთავი 2სამთავრობოსეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  2. ალიაოპოზიციური21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება
  3. იმედინიუსისამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  5. BM.GEოპოზიციურისეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება | აცრა უფასოა
  6. პირველი არხისამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურისაქართველოში გრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  8. ბათუმელებიოპოზიციური21 ოქტომბერს სეზონური გრიპზე ვაქცინაცია დაიწყება – NCDC
  9. რუსთავი 2სამთავრობოაცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის - მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,, …წელს არის ტრივალენტური (სამკომპონენტიანი) ვაქცინა, რამაც გააჩინა კითხვები” – მაია ბუწაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები