პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 21 ოქტომბრიდან დაიწყება

21 ოქტომბრიდან საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება. სახელმწიფომ იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ჯანმოს მიერ რეკომენდებული 200 000 დოზა ფრანგული ვაქცინა შეიძინა.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 21 ოქტომბრიდან დაიწყება
რუსთავი 2

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა, ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 5
  1. ალიაოპოზიციური21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება
  2. იმედინიუსისამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  4. BM.GEოპოზიციურისეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება | აცრა უფასოა
  5. POSTVსამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  6. პირველი არხისამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურისაქართველოში გრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  8. ბათუმელებიოპოზიციური21 ოქტომბერს სეზონური გრიპზე ვაქცინაცია დაიწყება – NCDC
  9. რუსთავი 2სამთავრობოაცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის - მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,, …წელს არის ტრივალენტური (სამკომპონენტიანი) ვაქცინა, რამაც გააჩინა კითხვები” – მაია ბუწაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები