ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეოთხე დღეა - აცრას სახელმწიფო სრულად აფინანსებს

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეოთხე დღეა — სახელმწიფო აცრას სრულად აფინანსებს და ქვეყანაში 200 000 დოზა ფრანგული ვაქცინაა შემოტანილი. მედიკოსები მოსახლეობას, განსაკუთრებით კი რისკჯგუფებს, ვირუსების გავრცელებამდე დროული იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.

ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეოთხე დღეა. აცრას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ვაქცინაციის მსურველებს სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი შაბათსაც ემსახურება.

ამ დროისთვის ქვეყანაში 7 სხვადასხვა რესპირატორული ვირუსი ცირკულარებს. მათგან უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 50%-ზე მეტი, რინოვირუსზე მოდის. ექიმები გრიპის შემთხვევების მატებას დეკემბრიდან

ელოდებიან.

ზამთრის დღეებში, როდესაც ტემპერატურა მნიშვნელოვნად ეცემა, გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ძალებს იკრებს. მანამდე კი ექიმები ამ პერიოდს, ჯანმრთელობის დასაზღვევად საუკეთესო დროდ მიიჩნევენ. მედიკოსები განსაკუთრებით რისკ ჯგუფში შემავალ პირებს აფრთხილებენ.

მარაგები შევსებულია - საქართველოში 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი ვაქცინა შემოვიდა. აცრა ექვსი თვის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სამედიცინო პუნქტების ჩამონათვალი რეგიონების მიხედვით ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

ზამთრის დადგომამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება. მაქსიმალური ეფექტიანობისთვის, მედიკოსები მოსახლეობას დროული იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.

ავტორი: ირაკლი კოშაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
21 ოქტომბერს სეზონური გრიპზე ვაქცინაცია დაიწყება – NCDCწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები