პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

21 ოქტომბრიდან საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფომ ფრანგული წარმოების 200 000 დოზა ვაქცინა შეიძინა, რომლის გაკეთებაც მოქალაქეებს 6 თვის ასაკიდან შეეძლებათ.

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
იმედინიუსი

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 5
  1. რუსთავი 2სამთავრობოსეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  2. ალიაოპოზიციური21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  4. BM.GEოპოზიციურისეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება | აცრა უფასოა
  5. POSTVსამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  6. პირველი არხისამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურისაქართველოში გრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  8. ბათუმელებიოპოზიციური21 ოქტომბერს სეზონური გრიპზე ვაქცინაცია დაიწყება – NCDC
  9. რუსთავი 2სამთავრობოაცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის - მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,, …წელს არის ტრივალენტური (სამკომპონენტიანი) ვაქცინა, რამაც გააჩინა კითხვები” – მაია ბუწაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები