პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

21 ოქტომბერს სეზონური გრიპზე ვაქცინაცია დაიწყება – NCDC

21 ოქტომბრიდან საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება, რომელიც ყველა მოქალაქისთვის სრულად უფასოა. NCDC-ის ცნობით, სახელმწიფომ ფრანგული წარმოების Vaxigrip-ის 200 000 დოზა შეიძინა, აცრა კი 6 თვის ასაკიდან სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში იქნება ხელმისაწვდომი.

21 ოქტომბერს სეზონური გრიპზე ვაქცინაცია დაიწყება – NCDC
ბათუმელები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.

აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარებისა და თანამშრომლებისთვის.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა“- წერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

როგორც აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვეუბნებიან, 21 ოქტომბერს იქნება ცნობილი, სად და როგორ შეძლებენ მოქალაქეები ვაქცინის გაკეთებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოსეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  2. ალიაოპოზიციური21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება
  3. იმედინიუსისამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  5. BM.GEოპოზიციურისეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან იწყება | აცრა უფასოა
  6. POSTVსამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  7. პირველი არხისამთავრობო21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურისაქართველოში გრიპის ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
  9. რუსთავი 2სამთავრობოაცრა იქნება აბსოლუტურად უფასოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის - მიხეილ სარჯველაძე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
მნიშვნელოვანი ინფორმაცია – რომელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩასატარებლად საუკეთესო დროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები