ფეისბუქ სტატუსების გამო ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტ ვახო სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის მისამართით გამოქვეყნებული პოსტებისა და ვიდეოს გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. შსს სანაიას შეურაცხყოფასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტ ვახო სანაიას 30 დღით პატიმრობა შეუფარდა ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო.
შსს ვახო სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას და ამით „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“ ედავებოდა.
ჟურნალისტის 30-დღიანი პატიმრობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა კი შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ვახო სანაიასთვის ეს მესამე ადმინისტრაციული საქმეა. მანამდე ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო პატიმრობაში 14 დღით, მეორედ კი 6000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.
პოსტები, რომლის გამოც დღეს, 19 ოქტომბერს ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, სწორედ წინა ადმინისტრაციული საქმეების დროს, დაპატიმრებამდე წუთით ადრე და გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთშია დაწერილი.
კერძოდ, 22 ივლისს, პირველ ადმინისტრაციულ პატიმრობამდე რამდენიმე წუთით ადრე ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„14 დღე **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.
მეორე პოსტი დაწერილი აქვს 5 აგვისტოს, იზოლატორის დატოვებიდან რამდენიმე წუთში:
„მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს:
თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე, ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“
რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა, შვილო, ეშმაკმა“.
ვახო სანაია დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. შესაბამისად, დასაკავებლად მას მოგვიანებით მიაკითხავენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიაჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
ვახო სანაიას ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტებისთვის ამჯერად 30 დღით დააპატიმრებენ
პოლიციამ ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავა
ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს
სანაია დაკავებისას: რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება
- მდინარაძე აღარ რეკავს თქვენთან? - ვახო სანიას კითხვა "იმედის" ჟურნალისტს (ვიდეო)
მედიის ადვოკატირების კოალიცია: სოლიდარობა სანაიას და ფორმულას გუნდს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…