ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებაზე

ქართული ოცნება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ვახო სანაიას 30-დღიან პატიმრობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებით საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებაზე
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება ვახო სანაიას დაპატიმრებაზებათუმელები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებას აპროტესტებს.

განცხადებაში, რომელიც დღეს 19 ოქტომბერს გავრცელდა, ნათქვამია, რომ „დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე“.

„მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანსა და ჟურნალისტს ვახო სანაიას, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო. მას ბრალად შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფა ჰქონდა წარდგენილი.

გამოხატვის თავისუფლება ვახო სანაიას, როგორც მოქალაქეს, უკვე მესამედ შეეზღუდა. 22 ივლისს, მას მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა, ხოლო 10 ივლისს 6,000-ლარიანი ჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკისრა.

კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების, წინააღმდეგ.

ქარტია ვახო სანაიას შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად.

„ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით და შემდგომ უკვე ამ ცვლილებების აღსრულების პრაქტიკით, უარი თქვა თმენის ვალდებულებაზე. დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა ჟურნალისტსა და მოქალაქეს, ვისი გამოხატვის თავისუფლებაც „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი თუ ძალისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით შეზღუდა“- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე“
„მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანსა და ჟურნალისტს ვახო სანაიას, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო. მას ბრალად შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფა ჰქონდა წარდგენილი. გამოხატვის თავისუფლება ვახო სანაიას, როგორც მოქალაქეს, უკვე მესამედ შეეზღუდა. 22 ივლისს, მას მსგავსი „სამართალდარღვევისთვის“ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა, ხოლო 10 ივლისს 6,000-ლარიანი ჯარიმა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დააკისრა. კანონმდებლობაში შეტანილი რეპრესიული ხასიათის ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ საშუალებას აძლევს, არაპროპორციული ძალით იმოქმედოს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების, წინააღმდეგ. ქარტია ვახო სანაიას შემთხვევას სადამსჯელო მიზნებისთვის კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ინსტრუმენტალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევს, მოქალაქისა და ჟურნალისტის კრიტიკული ხმის ჩასახშობად და კრიტიკული მედიის საქმიანობის შესაზღუდად. „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებებით და შემდგომ უკვე ამ ცვლილებების აღსრულების პრაქტიკით, უარი თქვა თმენის ვალდებულებაზე. დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სიღრმე. ქარტია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა ჟურნალისტსა და მოქალაქეს, ვისი გამოხატვის თავისუფლებაც „ქართულმა ოცნებამ“ სამართლებრივი თუ ძალისმიერი ინსტრუმენტების გამოყენებით შეზღუდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ქარტია გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები