სანაია დაკავებისას: რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება
პოლიციამ ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა — მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას Facebook-პოსტებისა და ვიდეოს გამო, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფის მოტივით, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

"რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება!" - ეს სიტყვები თქვა ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ დაკავებისას.
"ბოლომდე"- აღნიშნა მან.
„ბოლომდე! ვერანაირი პატიმრობა ვერ შეცვლის ამ სიტუაციას. ჩემი დაკავების მთავარი მიზანია საზოგადოება გაჩუმდეს, საზოგადოება არ გაჩუმდება არასდროს. ამ რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ჩვენი დევიზია ბოლომდე“, - აღნიშნა სანაიამ.
ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციამ საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავა.
"ფორმულას" წამყვანს Facebook სტატუსუს გამო, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა.
ტელეწამყვანს ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, შეუფარდეს პატიმრობა.
სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში ამავე საბაბით.
ფოტო: "პუბლიკა"
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიაჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
ვახო სანაიას ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტებისთვის ამჯერად 30 დღით დააპატიმრებენ
ფეისბუქ სტატუსების გამო ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
პოლიციამ ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავა
ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს
- მდინარაძე აღარ რეკავს თქვენთან? - ვახო სანიას კითხვა "იმედის" ჟურნალისტს (ვიდეო)
მედიის ადვოკატირების კოალიცია: სოლიდარობა სანაიას და ფორმულას გუნდს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…