ვახო სანაიას ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტებისთვის ამჯერად 30 დღით დააპატიმრებენ
მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ჟურნალისტ ვახო სანაიას, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, ფეისბუკპოსტებისა და ვიდეოს გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული სასჯელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა.

ჟურნალისტ ვახო სანაიას, ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, მორიგჯერ შეუფარდეს პატიმრობა, ამჯერად უკვე 30-დღით.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა. სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ და ამით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. 30-დღიანი პატიმრობა სწორედ შსს-მ მოითხოვა, რომელსაც სასამართლოში მარიამ კერესელიძე წარმოადგენდა.
ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში ამავე საბაბით.
პოსტები, რაც ამჯერად იყო განხილვის საგანი სასამართლოში, სწორედ დაპატიმრებამდე წუთებით ადრე და გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთშია დაწერილი.
22 ივლისს, დაკავებამდე წუთებით ადრე ვახო სანაიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„14 დღეს **ები არ დაუძახოთ შალვას და ლადოს. რომ გამოვალ, მე მივხედავ მაგ ამბავს“.
5 აგვისტოს კი, იზოლატორის დატოვებიდან რამდენიმე წუთში დაწერა: „მე რომ დავწერე პაპუაშვილსა და ბოჟაძეზე, ყ*ეებს ნუ დაუძახებთ-მეთქი, დამაპატიმრეს. ახლა შეკითხვა, რომელიც ორი კვირაა არ მასვენებს: თავად შალვა პაპუაშვილმა და ბოჟაძემ რომ დაწერონ საკუთარ თავზე, ყ*ეებს ნუ დაგვიძახებთო, თვითონ მაგათაც საციხოდ გაუხდებათ საქმე, ხო? შალვა, ლადო, გაბედეთ, ბიჭებო!“
რაც შეეხება ვიდეოს, სანაია ამ შემთხვევაში შალვა პაპუაშვილს უწოდებს „მეყლენბურგერთა სექტის წარმომადგენელს“. ვიდეოს ბოლოს სანაია ამბობს სიტყვებს: „ხო და შალვა“ და შემდეგ ჩასმულია მონაკვეთი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“, რომლის ერთ-ერთი გმირიც ამბობს „შენ **გცა, შვილო, ეშმაკმა“.
სანაია სხდომას არ დასწრებია. შესაბამისად, დასაკავებლად მას მოგვიანებით მიაკითხავენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიაჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
ფეისბუქ სტატუსების გამო ვახო სანაიას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
პოლიციამ ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავა
ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს
სანაია დაკავებისას: რეჟიმს ამოვაყირავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება
- მდინარაძე აღარ რეკავს თქვენთან? - ვახო სანიას კითხვა "იმედის" ჟურნალისტს (ვიდეო)
მედიის ადვოკატირების კოალიცია: სოლიდარობა სანაიას და ფორმულას გუნდს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…