პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ღარიბაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება - ექსპრემიერის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

ადვოკატ ლილი გელაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება, ხოლო მისი სასამართლოში გამოცხადება პროცესის დახურვის საფუძველი გახდა. ექსპრემიერის კიდევ ერთი ადვოკატი კი საპატიმროში ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ღარიბაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება - ექსპრემიერის ადვოკატი
TV პირველი

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ნიშნით იდევნება - ამის შესახებ ბრალდებული ექს-პრემიერის ადვოკატი, ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოში გამოცხადება საკმარისი გახდა სხდომების დახურვისა!"

განჩინება, რომელიც ტოლფასია განაჩენისა! - დაწერა მან.

ცნობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილის „ქრთამის აღების საქმის“ არსებითი განხილვა 2 ნოემბერს დაიწყო.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ პირველად მივიდა პროცესზე, თუმცა ის მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მალევე დახურა.

2 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კი ექსპრემიერმა განაცხადა:

„მე მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილიწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და დიიდ მნიშვნელობა აქვს, პროცესსი ჩატარდეს გამჭვირვალედ“.

ამის პარალელურად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელიც საპატიმროში მასზე განხორციელებულ ზეწოლას გულისხმობს, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია.

"დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია" - უთხრეს "პირველებს" უწყებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიადვოკატი - მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე გამოძიება დაიწყოს
  2. ალიაოპოზიციურიმოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე – ღარიბაშვილის ადვოკატი
  3. ფორმულაოპოზიციურიადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიდაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე – ადვოკატი
  5. TV პირველიოპოზიციურიდაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე - ადვოკატი
  6. TV პირველიოპოზიციურიმისი სრული მორალური დისკრედიტაცია უნდათ - ღარიბაშვილის ადვოკატი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლოში გამოცხადება საკმარისი გახდა სხდომების დახურვისა!“
ლილი გელაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ღარიბაშვილმა შესაძლოა "ოცნებას" სტრასბურგში უჩივლოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები