ადვოკატი სოსო ბარათაშვილი - მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, საქმე პოლიტიზებულია და მიზანშეწონილია, რომ ბრალდებული სასამართლო სხდომებს დაესწროს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული ექსპრემიერის საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასამართლო სხდომებზე დასწრება, თუმცა ამაზე კვლავ იმსჯელებენ.
„უმნიშვნელოვანესია პროცესის საჯაროდ ჩატარება. უნდა მიეცეს მთელს საზოგადოებას, მედიასაშუალებებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს თვალყური მიადევნონ პროცესს და თავიანთი თვალით იხილონ რა მოხდება პროცესზე. მიგვაჩნია, რომ საქმეშია საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისთვის, რომ დამტკიცდეს ირაკლი ღარიბაშვილის უდანაშაულობა. მტკიცების სტანდარტი მკვიდრდება იმგვარად, რომ საკმარისია ერთმა ადამიანმა მისცეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, განთქმითი ჩვენება მეორე ადამიანის წინააღმდეგ, რომ ეს ბრალდების სახეს იღებს და საქმე გადადის სასამართლოში.
ამგვარი მტკიცებულებით და მტკიცებულებათა სტანდარტით საქმის წარმოება არის დაუშვებელი, არღვევს ადამიანის უფლებებს, მართლმსაჯულების პრინციპებს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და არ დაიხურა სხდომა. მზად ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ სიმართლე ამ საქმეში.
ირაკლი ღარიბაშვილს მიეცემა შემდეგ სასამართლო სხდომებზე შესაძლებლობა. უნდა დაესწროს, ჩემი აზრით. ვნახავთ ამას [მოვა თუ არა]. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ის უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს. მიეცემა შესაძლებლობა მისცეს განმარტება იმ ზემოქმედების შესახებ, რომელიც მის მიმართ იყო და რომელზეც მან გააკეთა განცხადება. გვქონდა საუბარი, რომ ჩემი აზრით, მიზანშეწონილი მისი დასწრება სასამართლო სხდომებზე. ამას დავინახავთ მომავალ სხდომებზე. ამაზე ვიმსჯელებთ. საქმე არის უკიდურესად პოლიტიზირებული. ამ საქმეს სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია“,- განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
ცნობისთვის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„უმნიშვნელოვანესია პროცესის საჯაროდ ჩატარება. უნდა მიეცეს მთელს საზოგადოებას, მედიასაშუალებებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს თვალყური მიადევნონ პროცესს და თავიანთი თვალით იხილონ რა მოხდება პროცესზე. მიგვაჩნია, რომ საქმეშია საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისთვის, რომ დამტკიცდეს ირაკლი ღარიბაშვილის უდანაშაულობა. მტკიცების სტანდარტი მკვიდრდება იმგვარად, რომ საკმარისია ერთმა ადამიანმა მისცეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, განთქმითი ჩვენება მეორე ადამიანის წინააღმდეგ, რომ ეს ბრალდების სახეს იღებს და საქმე გადადის სასამართლოში. ამგვარი მტკიცებულებით და მტკიცებულებათა სტანდარტით საქმის წარმოება არის დაუშვებელი, არღვევს ადამიანის უფლებებს, მართლმსაჯულების პრინციპებს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და არ დაიხურა სხდომა. მზად ვართ იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ სიმართლე ამ საქმეში. ირაკლი ღარიბაშვილს მიეცემა შემდეგ სასამართლო სხდომებზე შესაძლებლობა. უნდა დაესწროს, ჩემი აზრით. ვნახავთ ამას [მოვა თუ არა]. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ის უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს. მიეცემა შესაძლებლობა მისცეს განმარტება იმ ზემოქმედების შესახებ, რომელიც მის მიმართ იყო და რომელზეც მან გააკეთა განცხადება. გვქონდა საუბარი, რომ ჩემი აზრით, მიზანშეწონილი მისი დასწრება სასამართლო სხდომებზე. ამას დავინახავთ მომავალ სხდომებზე. ამაზე ვიმსჯელებთ. საქმე არის უკიდურესად პოლიტიზირებული. ამ საქმეს სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.