ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დაიწყონ გამოძიება ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე, რადგან მისი თქმით, ქრთამის აღების აღიარების მიზნით მასზე ფსიქიკური და მორალური ზეწოლა ხორციელდებოდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ ქრთამის აღების შესახებ ბრალის აღიარების მიზნით მასზე ფსიქიკური და მორალური ზეწოლა ხორციელდებოდა.
ბარათაშვილი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე გამოძიება დაიწყონ.
„მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. ეს წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და მორალური ზეწოლის განხორციელებაში. დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი, მაგრამ გამოძიების მსვლელობის პროცესში ის, რასაკვირველია, დაასახელებს გვარს, ვისი მხრიდანაც მომდინარეობდა შეთავაზება კონკრეტული პირის მიმართ და ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას. ეს არ არის ჰაერზე გაკეთებული განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია დაასაბუთოს მის განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე. როდესაც ხდება შეთავაზება, რომ მოხდეს აღიარება იმ დანაშაულში, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას და ეს მოდის კომპეტენტური, უფლებამოსილი მოხელის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ეს არის 144-ე პრიმა მუხლის დეფინიცია, რაც მოიცავს წამებას“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
ადვოკატმა ასევე გააკრიტიკა სასამართლო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება. მისი შეფასებით, ეს საზოგადოებისთვის საქმის დეტალების დამალვას ემსახურება. ბარათაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიზებულია, ბრალდება კი დაუსაბუთებელი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაადვოკატი - მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე გამოძიება დაიწყოს
მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე – ღარიბაშვილის ადვოკატი
დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე – ადვოკატი
ციტატები სტატიიდან
„მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. ეს წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და მორალური ზეწოლის განხორციელებაში. დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი, მაგრამ გამოძიების მსვლელობის პროცესში ის, რასაკვირველია, დაასახელებს გვარს, ვისი მხრიდანაც მომდინარეობდა შეთავაზება კონკრეტული პირის მიმართ და ყველა დეტალს განუმარტავს გამოძიებას. ეს არ არის ჰაერზე გაკეთებული განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია დაასაბუთოს მის განცხადებაში მითითებული ფაქტების სისწორე. როდესაც ხდება შეთავაზება, რომ მოხდეს აღიარება იმ დანაშაულში, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე პატიმრობას და ეს მოდის კომპეტენტური, უფლებამოსილი მოხელის მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ეს არის 144-ე პრიმა მუხლის დეფინიცია, რაც მოიცავს წამებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…