ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა - ღარიბაშვილს სოლიდარობა ლუკა კურტანიძემ გამოუცხადა

ქართული ოცნებათბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

ლუკა კურტანიძემ სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა, მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით კი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ აღძრული ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა.

ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა - ღარიბაშვილს სოლიდარობა ლუკა კურტანიძემ გამოუცხადა
ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა - ღარიბაშვილს სოლიდარობა ლუკა კურტანიძემ გამოუცხადაTV პირველი

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ლუკა კურტანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვას ესწრებოდა.

მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები, - თქვა მან პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი. ღირსეული ადამიანის, რომელიც ნაც-რეჟიმი მოაშორა ამ ქვეყანას. ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა და ჩემს უკან ასიათასობით თანამებრძოლია.

თქვენ ახსენეთ ერისკაცი, ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წუხდეს იქნება, რადგან ირაკლი მასთან გაიზარდა.

2011 წლიდან ყოველი დღე არის ბრძოლა. [ივანიშვილის გარეშე ღარიბაშვილის დაკავებას ვინმე გაბედავდა? - ჟურნალისტი] ერისკაციც ადამიანია. სააკაშვილის დროში ნუ გეშლებათ დღევანდელი დრო“, - აცხადებს კურტანიძე.

ასევე ნახეთ:

ადვოკატი ლალი აფციაური: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს

ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს

მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაერთო - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

ცნობისთვის, ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
წერილი, სადაც ღარიბაშვილი მდინარაძეზე საუბრობს, "ჯარის ძარცვის" საქმეს არ დაერთვებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები