ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა” – ლუკა კურტანიძე ღარიბაშვილის პროცესის შემდეგ

ქართული ოცნებათბილისის საქალაქო სასამართლონაციონალური მოძრაობა

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ლუკა კურტანიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პროცესის ფონზე, თუ ირაკლის სტკივა, მასაც სტკივა. თავად ღარიბაშვილი სხდომას არ დასწრებია და წერილში აღნიშნა, რომ „ამ ცირკში მონაწილეობას არ მიიღებს“.

,, ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა” – ლუკა კურტანიძე ღარიბაშვილის პროცესის შემდეგ
,, ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა” – ლუკა კურტანიძე ღარიბაშვილის პროცესის შემდეგალია

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, სპორტსმენი ლუკა კურტანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვას ესწრებოდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა:

„სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი არის, ირაკლის თუ სტკივა, მეც მტკივა და ჩემს უკან ასიათასობით თანამებრძოლია, რომლებმაც ირაკლისთან ერთად დაამარცხეს „ნაცმოძრაობა“, 2012 წლიდან თითოეული თანამებრძოლის დამსახურებაა ის, რომ დღეს, საქართველოში სიმშვიდეა. თქვენ ახსენეთ ერისკაცი, ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წუხდეს იქნება, რადგან ირაკლი მასთან გაიზარდა.

თანამებრძოლი გყოლიათ? თუ თანამებრძოლს სტკივა, ყველა თანამებრძოლს სტკივა, რა არის აქ გასაკვირი? ერისკაციც ადამიანია. სააკაშვილის დროში ნუ გეშლებათ დღევანდელი დრო. როცა მოსამართლეც სააკაშვილი იყო, პროკურორიც სააკაშვილი იყო და მმართველიც სააკაშვილი იყო. მეამაყება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამებრძოლი ვიყავი, ვარ და ვიქნები“, – აცხადებს კურტანიძე.

დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა თავად ღარიბაშვილი, რომელმაც თავის ერთ-ერთ წერილში დაწერა, რომ ,,ამ ცირკში მონაწილეობას არ მიიღებს”. თუმცა, მისი ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ ყოფილი პრემიერი შემდეგ პროცესებს დაესწროს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია - ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები