ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წერილი, სადაც ღარიბაშვილი მდინარაძეზე საუბრობს, "ჯარის ძარცვის" საქმეს არ დაერთვება

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, „ჯარის ძარცვის“ საქმეს არ დაერთვება ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით უკანონო გარიგების შუამავლობაში ადანაშაულებდა.

წერილი, სადაც ღარიბაშვილი მდინარაძეზე საუბრობს, "ჯარის ძარცვის" საქმეს არ დაერთვება
წერილი, სადაც ღარიბაშვილი მდინარაძეზე საუბრობს, "ჯარის ძარცვის" საქმეს არ დაერთვებაTV პირველი

წერილი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეზე საუბრობდა, საქმეს არ დაერთვება - გადაწყვეტილება ლელა კალიჩენკომ მიიღო.

შესაბამისი შუამდგომლობა დღეს მიმდინარე პროცესზე ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა დააყენა.

იურისტის თქმით, ბრალდების მხარეს როგორც განცხადების ავტორი, ისე დასახელებული პირი უნდა გამოეკითხა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დაადანაშაულა.

19 აგვისტოს ადვოკატმა, ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ, თქვა, რომ მამუკა მდინარაძე უბრალოდ „შემსრულებელი“ იყო.

მდინარაძემ მაშინ შუამავლობა უარყო და თქვა, რომ ღარიბაშვილი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, „ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა“.

რაც შეეხება საქმეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.

სხდომას არ ესწრება ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა – ექს გუბერნატორ შაყულაშვილს სოსო ბარათაშვილი ანაცვლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები