პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტრო

ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რასაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მმართველი რეჟიმის მხილებისთვის დასჯად აფასებს და სოლიდარობას უცხადებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ინტერპრესნიუსი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას! - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე განცხადებით, მედიის თავისუფლება დემოკრატიის მთავარი საყრდენია.

„დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და კრიტიკულ მედიაზე განხორციელებული წნეხი, დევნა და სამართლებრივი მანიპულაციები სწორედ იმ ავტორიტარული სისტემის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობასა და საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად.

ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო.

მედიის თავისუფლება დემოკრატიის მთავარი საყრდენია. სოლიდარობა ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, სიმართლის სამსახურში რჩება!“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ფორმულაოპოზიციური„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობას უცხადებს
  2. ალიაოპოზიციური,, ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! ” – TI
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მედიაკოალიცია: სანაიას 30-დღიანი პატიმრობა ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლის მორიგი მაგალითიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები