უკრაინაში პოლიტიკური პარტიები აკრძალეს ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე, ჩვენთან საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან - გიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნიას მტკიცებით, უკრაინასა და მოლდოვაში პარტიები სასამართლოს გარეშე აიკრძალა, თუმცა დასავლეთისგან კრიტიკა არ მოჰყოლია, რაც მისთვის საქართველოს მიმართ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტსა და უსამართლო დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
დასავლეთის დუმილი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში პარტიების აკრძალვაზე, მმართველი გუნდისთვის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურებაა.
2022 წლიდან მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაში, სხვადასხვა საფუძვლით ათეულობით პარტია აიკრძალა, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით ეს ქვეყნები არავის გაუკრიტიკებია. ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში საქმიანობის უფლება შეუწყდა 18, მოლდოვაში კი 2 პოლიტიკურ ძალას.
როგორც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, უკრაინაში პოლიტიკური პარტიები ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე აკრძალეს, მაშინ, როდესაც საქართველოში კანონიერი, სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.
"ჩვენ, ასევე, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ უკრაინაში პოლიტიკური პარტიები აკრძალეს ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე. აქ ჩვენ საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან.
რაც შეეხება მოლდოვას, აქ კიდევ უფრო მეტად ჩანს ევროპული ორმაგი სტანდარტი და ის ფარისევლობა, რომელსაც ჩვენ გვასაღებენ, როგორც დემოკრატიულ ღირებულებებს. როდესაც ქვეყანა აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება საქართველოს იმ კრიტერიუმებში, რაც აუცილებელია კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მოლდოვა არის უფრო წარმატებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვაქვს შეხება იმ უსამართლობასთან და უსამართლო დამოკიდებულებასთან, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართ.
ჩვენ ვიცით, რომ მოლდოვაში აკრძალული ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია "შორი," ასევე ყველა, თითქმის უკლებლად ყველა ოპოზიციური პარტია არის აკრძალული უკრაინაში. არის თუ არა ეს კარგი მაგალითი იმისა, თუ რა დამოკიდებულება და რა პოზიცია არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში და ევრობიუროკრატების მხრიდან," - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ, ასევე, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ უკრაინაში პოლიტიკური პარტიები აკრძალეს ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე. აქ ჩვენ საქმე გვაქვს სამართლებრივ პროცესთან. რაც შეეხება მოლდოვას, აქ კიდევ უფრო მეტად ჩანს ევროპული ორმაგი სტანდარტი და ის ფარისევლობა, რომელსაც ჩვენ გვასაღებენ, როგორც დემოკრატიულ ღირებულებებს. როდესაც ქვეყანა აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება საქართველოს იმ კრიტერიუმებში, რაც აუცილებელია კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მოლდოვა არის უფრო წარმატებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვაქვს შეხება იმ უსამართლობასთან და უსამართლო დამოკიდებულებასთან, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ მოლდოვაში აკრძალული ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია "შორი," ასევე ყველა, თითქმის უკლებლად ყველა ოპოზიციური პარტია არის აკრძალული უკრაინაში. არის თუ არა ეს კარგი მაგალითი იმისა, თუ რა დამოკიდებულება და რა პოზიცია არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში და ევრობიუროკრატების მხრიდან,“
„ასევე ყველა, თითქმის უკლებლად ყველა ოპოზიციური პარტია არის აკრძალული უკრაინაში. არის თუ არა ეს კარგი მაგალითი იმისა, თუ რა დამოკიდებულება და რა პოზიცია არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირში და ევრობიუროკრატების მხრიდან,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.