ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა, ალბათ არის რაღაც საფუძვლიანი განსხვავება" - გიორგი ჭანტურია მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვაზე

გახარია საქართველოსთვის

მმართველი გუნდი უკრაინასა და მოლდოვაში პარტიების აკრძალვაზე დასავლეთის რეაქციას ორმაგ სტანდარტს უწოდებს, რაზეც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, რომ აკრძალვებს შორის ალბათ საფუძვლიანი განსხვავებაა, თუმცა თავად არ იცის, მოლდოვაში რომელი პარტიები აიკრძალა.

მმართველი გუნდისთვის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში პარტიების აკრძალვაზე დასავლეთის დუმილი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურებაა. 2022 წლიდან მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაში, სხვადასხვა საფუძვლით, ათეულობით პარტია აიკრძალა, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით ეს ქვეყნები არავის გაუკრიტიკებია.

ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში საქმიანობის უფლება შეუწყდა 18, მოლდოვაში კი 2 პოლიტიკურ ძალას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ მონაცემების მიუხედავად, ბრიუსელისგან მოლდოვისა და უკრაინის მისამართით კრიტიკა არავის მოუსმენია.

აღნიშნულ თემას პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ჭანტურია გამოეხმაურა.

ჭანტურიას განცხადებით, როდესაც უკრაინასა თუ მოლდოვაში პარტიები იკრძალებოდა, ევროკავშირში აცხადებდნენ, რომ ეს პარტიები უნდა აკრძალულიყო.

"უკრაინაში ან მოლდოვაში პარტიები, რომ იკრძალებოდა, ევროკავშირში გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ეს პარტიები უნდა აიკრძალოსო. ალბათ იმიტომ, რომ არის რაღაც განსხვავება და საფუძვლიანი განსხვავება. პარტიებს შორის შეიძლება რაღაც განსხვავებაა. არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა მოლდოვაში, რაზე არის საუბარი", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
როგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები