გიორგი გაბუნია: მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ დავუშვებთ უპატივცემულობას
დეპუტატ გიორგი გაბუნიას მტკიცებით, უკრაინა და მოლდოვა საქართველოს ყველა კრიტერიუმით ჩამორჩებიან, ხოლო ევროკავშირის სპიკერის განცხადება პარტიების შესაძლო აკრძალვის მიუღებლობაზე „ტენდენციური და უკიდურესად არაკეთილსინდისიერია“.

„უკრაინა და მოლდოვა ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება საქართველოს. თუნდაც იმ კრიტერიუმებით, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ წამყვანის კითხვას, - „მალე იქნება ევროკავშირის გაფართოების ანგარიში, საუბარია იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით, წინ წაიწევს უკრაინა და მოლდოვა, სად იქნება საქართველო?“
გაბუნიას თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ მოახერხეს და აკრძალეს პარტიები, ერთმა - 22 პარტია აკრძალა, მეორემ - 8 პარტია.
„ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ მოვისმინეთ წინსწრებით, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გვიხილავს, წინსწრებით მოვისმინეთ ტენდენციური, უკიდურესად არაკეთილსინდისიერი განცხადება ევროკავშირის სპიკერის მხრიდან, რომ თურმე ეს პროცესი მიუღებელია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150 პარტია აიკრძალა ევროკავშირში. თუ ევროკავშირში ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი პროცესი, მაშინ რატომ არის ეს პროცესი ევრობიუროკრატებისთვის მიუღებელი. ესეც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს არაჯანსაღ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ დავუშვებთ უპატივცემულობას და არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას“, - აღნიშნა მან.
ციტატები სტატიიდან
„უკრაინა და მოლდოვა ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება საქართველოს. თუნდაც იმ კრიტერიუმებით, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის“
„მალე იქნება ევროკავშირის გაფართოების ანგარიში, საუბარია იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით, წინ წაიწევს უკრაინა და მოლდოვა, სად იქნება საქართველო?“
„ერთი კრიტიკული განცხადებაც კი არ ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ მოვისმინეთ წინსწრებით, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ გვიხილავს, წინსწრებით მოვისმინეთ ტენდენციური, უკიდურესად არაკეთილსინდისიერი განცხადება ევროკავშირის სპიკერის მხრიდან, რომ თურმე ეს პროცესი მიუღებელია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150 პარტია აიკრძალა ევროკავშირში. თუ ევროკავშირში ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი პროცესი, მაშინ რატომ არის ეს პროცესი ევრობიუროკრატებისთვის მიუღებელი. ესეც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს არაჯანსაღ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ პოლიტიკური დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არ დავუშვებთ უპატივცემულობას და არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შელახვას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…