შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს: როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას”
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ საქართველოში „მოძალადე ბრბოს“ დაუჭირა მხარი და ახლა საკუთარ ქვეყანაში მიიღო სახელმწიფო ინსტიტუტების დაწვის მცდელობები და პოლიციის მხრიდან ბრუტალობა.

„ვინც არის ქარის დამთესი, ის საკუთარ ქვეყანაში მიიღებს ქარიშხალს. გვახსოვს მაკრონის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც მხარი დაუჭირა მოძალადე ბრბოს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაწვას ცდილობდა”, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
“ახლა მიიღეს საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაწვის მცდელობა და შტურმები.
ეს სამყარო ასეა მოწყობილი: საბოლო ჯამში, ვინც დასთესს ბოროტებას, მიიღებს საკუთარ სახლში იმავეს. ვიხილეთ ასევე პოლიციის ბრუტალობა და ვნახეთ შედეგები – მტევანი მოსწყდა არასრულწლოვანს, თვალი ამოთხარეს არასრულწლოვანს, ყბა მოტეხეს არასრულწლოვანს და ყოველდღიური სისხლიანი ქრონიკაა, რასაც ვუყურებთ პარიზის ქუჩებიდან.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალადობა დასრულდეს. ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს: როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: საფრანგეთში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. დაშავებულია ათასზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი. 7 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
- რუსთავი 2"სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის" - შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – საფრანგეთში რასაც ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – საფრანგეთში ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, იმავე ძალადობას შენთან მიიღებ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.