პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბრიუსელის დიქტატი მოქმედებს, ის ძალადობა, რომელსაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ამ პოლიტიკის შედეგია

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირში „ბრიუსელის დიქტატი“ მოქმედებს, რაც ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ევროპის ქუჩებში ძალადობას იწვევს.

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბრიუსელის დიქტატი მოქმედებს, ის ძალადობა, რომელსაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ამ პოლიტიკის შედეგია
პირველი არხი

საფრანგეთის აქციები არის იმის შედეგი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბრიუსელის დიქტატი მოქმედებს, აიძულებს მათ საკუთარი ინტერესის წინააღმდეგ იმოქმედონ – იქნება ეს მიგრაციის პოლიტიკა, ეკონომიკის მიმართულებით პოლიტიკა და სხვა.

„ყველა ამ პოლიტიკის შედეგია ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. საბოლოო ჯამში მიიღეს უკმაყოფილო საზოგადოება. კვლევებშიც ადასტურებს, რომ ქვეყნის მიმართ საზოგადოების ნდობა არის ძალიან დაბალი. 10 პროცენტის გარშემოა გერმანიის ხელისუფლების მიმართ ნდობა, საფრანგეთის ხელისუფლების და ყველა წამყვანი ევროპის ხელისუფლებების მიმართ ნდობა. ეს უნდობლობა გამოისახა იმ ძალადობაში, რომელსაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, სადაც დღეს ბრიუსელი ევროპას მიაქანებს, პირდაპირ ჩავიხედეთ, რა არის ცივილიზაციური უფსკრული . ვხედავთ როგორ წვავენ პარიზში არა მხოლოდ შენობებს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს, როგორია ძალადობა პარიზის და სხვა ქალაქების ქუჩებში – ეს არის ევროპის ცივილიზაციური უფსკრული. ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას . ჩვენი ამოცანაა და ამიტომ ვართ ჩვენ კრიტიკულები ევროკავშირის და ბრიუსელის მიმართ, რომ გადავარჩინოთ ევროპა, შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედები ვართ და ვხედავთ, რომ საით მიაქანებს დღეს ბრიუსელი ევროპას. ევროპა დღეს თავად ბრიუსელისგან არის საშველი, ევროკავშირის მესვეურებისგან, რომ საბოლოოდ არ გადაიჩეხოს ცივილიზაციურ უფსკრულში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოევროპას ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს, ევროპა საშველი არის თავად ბრიუსელისგან - შალვა პაპუაშვილი
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას. ჩვენი ამოცანა ესეც არის – გადავარჩინოთ ევროპა და შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედებიც ჩვენ ვართ. ვხედავთ, თუ საით მიაქანებს ევროკავშირი დღეს ევროპას”
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი დაკავებულია პროპაგანდით და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამხელთ ყოველდღიურად - მათ შორის ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები