"სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის" - შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება
„სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“, — აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე და სოციალურ ქსელში საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს აზიარებს.

"სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ 2025 წელს გამოქვეყნებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც საფრანგეთის ელჩი სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ერთადაა აღბეჭდილი.
"არც ესენი იყვნენ ვენეციელი კარტოგრაფები, და არც ისინი - სწავლას მოწყურებული ეგვიპტელი სტუდენტები.
ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის", - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2025 წელს, საფრანგეთის საელჩოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებულ კონკურსში, "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ" გაიმარჯვა.
ორგანიზაციამ, გორსა და ქუთაისში შექმნა ტურისტული მარშუტი, რომელიც წარმოაჩენს საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმისადმი წინააღმდეგობასთან და ოკუპაციამდე არსებულ დემოკრატიულ გამოცდილებასთან დაკავშირებულ ძირითად სამახსოვრო ადგილებს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაშალვა პაპუაშვილი: ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთში რასაც ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას
შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთში ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, იმავე ძალადობას შენთან მიიღებ
შალვა პაპუაშვილი: “ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს: როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობას”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…