შალვა პაპუაშვილი: „ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში. ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში, თავად იღებს ძალადობას“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოს საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიის დაფინანსებასა და ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებს.

„ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში. ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში, თავის თავთან იღებს ძალადობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის სხვადასხვა ქალაქში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
„ის, რომ სამართლიან პროტესტს საფრანგეთში მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, ხოლო საქართველოში – ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას, ეს რაიმე ორმაგი სტანდარტი კი არ არის, ამის უკან დგას ის, რომ ვისგანაც ჩვენ მოველით დაგმობას, თავად არიან ამ ყველაფრის წამქეზებლები და მხარდამჭერები.
ახლა რას იტყვის ბრიუსელი – რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი ცუდია?! ეს რომ თქვას, მაშინ ის პრესმდივანი უნდა გააგდოს, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა.
რას იტყვის ევროკავშირის საელჩო – რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის ცუდი, როცა ევროკავშირის საელჩო თავად აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას? ევროკავშირის ელჩი იმას იტყვის, რომ სიძულვილის ენა არის ცუდი, როდესაც ის თავად უხდის ფულს და იმ ხალხის დაკრულზე ცეკვავს, რომელიც საქართველოში ზიზღსა და სიძულვილს ნერგავს? თავად არიან ამ ძალადობის წამქეზებლები, დამფინანსებლები და შემდეგ – ხელის დამფარებლები. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაშალვა პაპუაშვილი: ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში - ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში თავის თავთან იღებს ძალადობას
შალვა პაპუაშვილი – საქართველოში, ციხეში ზის სამი ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს წვავდა და ბრიუსელი მათ გათავისუფლებას გვთხოვს, ბრიუსელი არის ძალადობის დამფინანსებელიც და წამქეზებელიც
შალვა პაპუაშვილი ევროპაში მიმდინარე აქციებზე: ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ეს ძალადობა ნორმა გახდა მათ ქვეყნებში, დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ის ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენ
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელი საქართველოში ძალადობის და მოძალადეების მხარდამჭერი, დამფინანსებელი და წამქეზებელია, საკუთარ თავზე ხომ არ იტყვიან ცუდს? - დამნაშავეებთან სახლში ბრუნდება ძალადობა, რომელსაც ჩვენთან აქეზებდნენ
ციტატები სტატიიდან
„ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში. ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში, თავის თავთან იღებს ძალადობას“
„ის, რომ სამართლიან პროტესტს საფრანგეთში მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, ხოლო საქართველოში – ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას, ეს რაიმე ორმაგი სტანდარტი კი არ არის, ამის უკან დგას ის, რომ ვისგანაც ჩვენ მოველით დაგმობას, თავად არიან ამ ყველაფრის წამქეზებლები და მხარდამჭერები. ახლა რას იტყვის ბრიუსელი – რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი ცუდია?! ეს რომ თქვას, მაშინ ის პრესმდივანი უნდა გააგდოს, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა. რას იტყვის ევროკავშირის საელჩო – რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის ცუდი, როცა ევროკავშირის საელჩო თავად აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას? ევროკავშირის ელჩი იმას იტყვის, რომ სიძულვილის ენა არის ცუდი, როდესაც ის თავად უხდის ფულს და იმ ხალხის დაკრულზე ცეკვავს, რომელიც საქართველოში ზიზღსა და სიძულვილს ნერგავს? თავად არიან ამ ძალადობის წამქეზებლები, დამფინანსებლები და შემდეგ – ხელის დამფარებლები. ეს არის სამწუხარო რეალობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…