ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთში ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, იმავე ძალადობას შენთან მიიღებ

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მაკრონს მოძალადე ბრბოს მხარდაჭერაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საფრანგეთში მიმდინარე ძალადობა სხვა ქვეყანაში ძალადობის წახალისების შედეგია.

შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთში ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, იმავე ძალადობას შენთან მიიღებ
შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთში ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, იმავე ძალადობას შენთან მიიღებპირველი არხი

მაკრონის განცხადებები გვახსოვს, როდესაც მოძალადე ბრბოს მხარი დაუჭირა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაწვას ცდილობდა. სხვა ქვეყანაში როცა ქარს დათესს, საკუთარ ქვეყანაში ქარიშხალს მიიღებ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი საფრანგეთმა საკუთარ ქვეყანაში მიიღო.

„სამყარო ასეა მოწყობილი, საბოლოო ჯამში, ვინც ბოროტებას დასთესს, საკუთარ სახლში იმავეს მიიღებს. ამავე დროს, რაც ვიხილეთ, პოლიციის ბრუტალობაა – ადამიანს მტევანი მოწყდა, ბავშვს, არასრულწლოვანს; ბავშვს, არასრულწლოვანს თვალი ამოთხარეს. ახალგაზრდას ყბა მოტეხეს და ჩაუშალეს. ფაქტობრივად, რასაც ვხედავთ, სისხლიანი ქრონიკაა პარიზის ქუჩებიდან. მნიშვნელოვანია, ეს ძალადობა დასრულდეს. ჩვენ ისე არ ვიქცევით, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება იქცევა, რომ ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და შემდეგ ამ ძალადობას ახალისებს. რა თქმა უნდა, ეს ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ იმავე ძალადობას შენთანაც მიიღებ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამყარო ასეა მოწყობილი, საბოლოო ჯამში, ვინც ბოროტებას დასთესს, საკუთარ სახლში იმავეს მიიღებს. ამავე დროს, რაც ვიხილეთ, პოლიციის ბრუტალობაა – ადამიანს მტევანი მოწყდა, ბავშვს, არასრულწლოვანს; ბავშვს, არასრულწლოვანს თვალი ამოთხარეს. ახალგაზრდას ყბა მოტეხეს და ჩაუშალეს. ფაქტობრივად, რასაც ვხედავთ, სისხლიანი ქრონიკაა პარიზის ქუჩებიდან. მნიშვნელოვანია, ეს ძალადობა დასრულდეს. ჩვენ ისე არ ვიქცევით, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება იქცევა, რომ ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და შემდეგ ამ ძალადობას ახალისებს. რა თქმა უნდა, ეს ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ იმავე ძალადობას შენთანაც მიიღებ“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ევროპული ხელისუფლება, რომელიც ხალისით უყურებს ძალადობას სხვა ქვეყანაში და ახალისებს ამ ძალადობას. ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, შემდეგ შენთან მიიღებ იმავე ძალადობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები